ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს თვეებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინას სხვადასხვა ტიპის იარაღით. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ეს საკითხი აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
კერძოდ, ლიდერებმა განიხილეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავდაცვის მიზნით.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა 425 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, ჰაერი-მიწა საბრძოლო მასალებს, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულ საბრძოლო მასალებს უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
“უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები უკრაინას უამრავ დამატებით შესაძლებლობებს მიაწვდის, მათ შორის ათობით ტაქტიკურ საჰაერო თავდაცვის სისტემას, დამატებით საარტილერიო სისტემებს, მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორს და ქვეით საბრძოლო მანქანას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.