spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებულია ერთ რამეზე, ეს არის სისტემური ცვლილება საქართველოში

ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებულია ერთ რამეზე, ეს არის სისტემური ცვლილება საქართველოში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკა უნდა განვითარდეს ხელახლა და მოხდეს დიდი გადატვირთვა.

“ჩვენი საარჩევნო კამპანიაც და ზოგადად ჩვენი მიზნები ორიენტირებულია ერთ რამეზე, ეს არის სისტემური ცვლილება საქართველოში და არამხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლება. ბიძინა ივანიშვილის წასვლა არის სავალდებულო წინაპირობა, მაგრამ არა ერთადერთი წინაპირობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებები ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ცხოვრება ხელახლა. პოლიტიკა უნდა განვითარდეს ხელახლა, მოხდეს დიდი გადატვირთვა, რადგან ჩვენი ამოცანა ევროკავშირში წევრობა, ამის გარეშე არის შეუძლებელი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გეგმა და მინდა ავხსნა რას ნიშნავს ციფრი 4.  პირველ რიგში 4 არის ჩვენი საარჩევნო ნომერი. მეორე, ჩვენ გვაქვს ცვლილებები 4 ველში, 4 სეგმენტში საზოგადოებრივი ცხოვრების. გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ცვლილება სხვა მიმართულებებითაც, მაგრამ ეს 4 არის მთავარი, რომელიც გვინდა გავაცნოთ ამომრჩევლებს, ვიდრე ისინი გავლენ ხმის მისაცემად და მესამე ეს არის 4 დღე, 4 დღის შემდეგ კოალიციური მთავრობის შეკრებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა. ჩვენი კოალიცია აპირებს წარადგინოს 4 სფეროს მთავარი ინიციატივები და დავიწყებთ სფეროებით.

პირველი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ამ ოთხი დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან, ეს გამომდინარეობს, რაც მთავარია, საქართველოს ისტორიული არჩევანიდან და საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან და ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან, რომელსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით და განსაკუთრებით ევროკავშირში. პირველ რიგში, ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო თავისი განცხადებებით გვამცნო, რომ დაუყოვნებლივ იქნება აღდგენილი ევროკავშირთან ურთიერთობები და არათუ აღდგენილი, არამედ დაჩქარებული და წინ წასული, როგორც კი, ბიძინა ივანიშვილი შეიცვლება.

შემდეგი, ეს არის დემოკრატიის სფერო, ამ სფეროში ჩვენ ვეყრდნობით “ქართულ ქარტიას” და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. ჩვენ კოალიცია “ცვლილებისთვის” მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, გათვალისწინებულს “ქართული ქარტიით”  ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი ხელმოწერის.

ყველა რუსული კანონის გაუქმება, 4  დღეში ამ ინიციატივას ჩვენ დავაყენებთ და ეს არ არის მხოლოდ 1 რუსული კანონი, ეს არის ყველა რუსული კანონის გაუქმება. ჩვენ გვაქვს ხედვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, სასამართლო მთავრობის და კეთილსინდისიერების შემოწმების მიმართულებით.

შემდეგი სფეროა ეკონომიკა. ეკონომიკური მდგომარეობა არის ნაწილი ჩვენი ეკონომიკური თავსებადობის და ამაზე ვიმუშავებთ. ჩვენ არარეალისტურ დაპირებებს არ მივცემთ ხალხს. ეკონომიკური თვალსაზრისით 4 დღეში ჩვენ, რასაც ვაპირებთ, პირველყოვლისა შეეხება გადასახადების შემცირებას, საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე და მოგების გადასახადის შემცირებას  5%-მდე. ჩვენი გათვლებით ეს შეეხება 4-დან 3 ბიზნესს საქართველოში. ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი დასაყრდენი სიღარიბის დაძლევაში და ქვეყნის განვითარებაში ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, ბიუჯეტის შევსების კუთხითაც. თითქოს პარადოქსულად ჟღერს, რომ ჩვენ გადასახადებს ვამცირებთ, მაგრამ ბიუჯეტი იზრდება. ეს არ არის პარადოქსი და ურთიერთგამომრიცხავი რამ. ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა გადასახადების შემცირება და ეკონომიკის განვითარება არის ბიუჯეტის გაზრდის წინაპირობა. ჩვენ ვგეგმავთ მაქსიმუმ 2028 წლამდე ბიუჯეტის გაორმაგებას. 4 დღის განმავლობაში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჩვენ ვაპირებთ, ამ ინიციატივების დაყენებას.

შემდეგი სფეროა, განათლების სფერო. ინვესტიციები განათლებაში არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. 2028 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ განათლების ბიუჯეტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას საშუალო ევროპის სტანდარტთან. ეს იქნება უზარმაზარი ზრდა განათლების დაფინანსების. განათლების ბიუჯეტი საკმარისი უნდა იყოს განათლების ყველა საფეხურის დაფინანსებისთვის, ეს არის სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ცოდნის ყულაბა და ამის ინიციატივას წარმოვადგენთ 4 დღის განმავლობაში. საბავშვო ბაღიდან დაწყებული, დასრულებული უმაღლესი განათლებით თითოეული ბავშვი, მოსწავლე თუ სტუდენტი მიიღებს 5000 ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას. ეს გააჩენს უამრავ ახალ კერძო სკოლას და აწევს განათლების ხარისხს. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ჩვენი ხალხი და ჩვენი გამორჩეულად აღსანიშნავი შესაძლებლობები. ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები