spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ სიარული

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურთ ევროპისკენ სვლა თუ დაშორება.

“რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომდევნო არჩევნები იქნება სიმართლის მომენტი და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ სიარული – ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის უფრო მეტად, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა ბორელმა ბრიუსელში,  ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები