spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ლილუაშვილი – ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუსის განცხადება პრევენციისთვის გაკეთდა.

“ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ჩანაწერებმა გაჟონა სუსიდან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები სუსიდან არაა.

“სუსიდან არაა ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში “პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები” ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული და მასში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები