spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

9 თვეში საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 58 მოქალაქე დააკავეს

2024 წლის 9 თვეში საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 58 მოქალაქე დააკავეს, მათგან 31 – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, 27 – ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

აღნიშნული მონაცემები პარლამენტის წევრ თეონა აქუბარდიას სადეპუტატო კითხვის პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

“2024 წლის 2 ოქტომბრის მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს 58 პირი, ზემოაღნიშნულ პერიოდში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავებები დუშეთის, კასპის, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განახორციელეს. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, უკანონო დაკავებები ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მიმდებარედ არსებულ საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები