spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – მე ვუთხარი ტრამპს, ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი, ან შეუერთდება ნატოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ თემაზე ისაუბრა, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან განიხილა. საკითხი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეხებოდა.

“ტრამპს ვესაუბრე ნატოზე, რადგან მედიაში იყო სხვადასხვა სიგნალები ნატოს შესახებ, უკრაინის შესახებ ნატოში. მე მოვიყვანე ბუდაპეშტის მემორანდუმის მაგალითი. მეჩვენება, რომ ეს ნათელი მაგალითია“, – განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას ჰქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლის ხელმოწერას ესწრებოდნენ ატომური ძალები – მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები, რომლებსაც, პრეზიდენტის თქმით, აქვთ გავლენა და ბირთვული იარაღი.

“დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით. ნატოს ქვეყნები დღეს ომში არ არიან. ნატოს ქვეყნები არ იბრძვიან. ნატოს ქვეყნებში ხალხი ცოცხალია, მადლობა ღმერთს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინა ირჩევს ნატოს და არა ბირთვულ იარაღს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები