ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.
საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადების მიხედვით, სინვარი დღეს ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.
“ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.
სინვარის სიკვდილი ხნის მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესაძლებლობას და გზას უხსნის ცვლილებებს, რომელიც ახალ რეალობას მოიტანს ღაზაში – “ჰამასის” და ირანული კონტროლის გარეშე”, – განაცხადამინისტრმა.
61 წლის სინვარი “ჰამასის” ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. ისრაელი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო 7 ოქტომბრის სასტიკ თავდასხმაზე პასუხისმგებელი.