spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის, სპორტული მოედნისა და კორტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის, სპორტული მოედნისა და კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 10000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნესზონა, კორტების მოედანი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

სკვერის რეაბილიტაციისთვის თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები