არჩევნების შემდეგ თუ “ქართული ოცნება“ მთავრობაში დარჩება, მუდმივად დაპაუზდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევანი ქართველ ხალხზეა და არის იმის საშიშროება, რომ უვიზო მიმოსვლა შეფერხდეს.
“26 ოქტომბრის შემდეგ თუ „ოცნება“ მთავრობაში რჩება, თუ ისინი ინარჩუნებენ ხელისუფლებას, მაშინ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იქნება მუდმივად დაპაუზებული და ჩვენ ამ გზაზე წინ ვერ წავალთ, არამედ რაც გვაქვს უკვე მონაპოვარი, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, ესეც შეფერხდება. არჩევანი მიანდო ქართველ ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას, თქვენ გადაწყვიტეთ, საით უნდა საქართველოს შემოტრიალება, რა გზით უნდა სიარული“, – განაცხადა ცისკარიშვილმა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს განაცხადა, რომ “ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.