spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა

შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია და ერთიანობით დამარცხდება “ქართული ოცნება“.

“20 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებამდე 6 დღით ადრე გაიმართება ერთობის მარში. 20 ოქტომბერს, 5 საათზე, თბილისის ხუთ ლოკაციაზე თბილისში ვიკრიბებით და მოვდივართ თავისუფლების მოედნისკენ. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” იკრიბება გმირთა მოედანზე. მინდა ვთხოვო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს – შემოგვიერთდით. მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შემოგვიერთდით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა, რომ საქართველო ევროპულ მომავალს არ დათმობს. ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია, ერთიანობით ვამარცხებთ “ოცნებას”, ერთიანობით ვიმარჯვებთ. შევხვდებით 20 ოქტომბერს 5 საათზე გმირთა მოედანზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

20 ოქტომბერს, 17:00 საათზე ევროპული მარში იგეგმება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები