spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ 501 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 501 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

დაღუპულთა შორის არის ავდეევკას მიმართულებაზე დაღუპული 382 ჯარისკაცი, 56 – ბახმუტის, 45 – მარიინსკის, 6 – უგლედარის, 4 ზაპოროჟიეს და 7 ლუგანსკის მიმართულებებზე. ასევე დაბრუნებულია ერთი ცხედარი რუსეთის მორგიდან.

დამცველთა ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაასვენებენ, შემდეგ კი ოჯახებს გადასცემენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები