საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
“მიმართვა თბილისში მყოფ რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს.
26-ში წყდება ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის ბედი. არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ თბილისში – წადით თქვენი რეგისტრაციის ადგილას და დააფიქსირეთ თქვენი საარჩევნო გადაწყვეტილება.
წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მათხოვრულ ხელფასსაც ვერ შეინარჩუნებთ, რასაც ახლა გიხდიან. თქვენ ბევრად უკეთეს ცხოვრებას იმსახურებთ და მისი მოპოვება თქვენს ხელშია!” – წერს სააკაშვილი.