spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბიძინა ივანიშვილი – საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას!

ალბათ, გახსოვთ, რომ 12 წლის წინ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ქუთაისში, საქართველოს მამა-ქალაქში, დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიბრძოლებდით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის… პირადად მე სიტყვა მოგეცით, რომ იმ უთანასწორო ბრძოლაში,  ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებოდი! ჩვენი ერთობით, სიმართლით და ერთმანეთის რწმენით გავიმარჯვეთ და შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ვერავინ – ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას!  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ააშენა სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.

“ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.

შედეგად, ვცხოვრობთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი… ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები