spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გამოვა ხვალ, მე თქვენთან ერთად ვიქნები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ დაგეგმილ ევროპულ მარშს უერთდება, – ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, 4 ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა, მისი ერთგული რჩება.

“ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი – ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობისთვის იმით, რომ ის 4 მთავარი პარტია, იმიტომ რომ სხვებმაც ხელი მოაწერეს ქართულ ქარტიას და არასდროს მინდა დავივიწყო ისინიც, ის 4 მთავარი პარტია, რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის ელჩს შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნების დაფიქსირების შემდეგ, ევროკავშირი დაუყოვნებლივ აღადგენს ამჟამად შეჩერებულ დახმარებებს და გაყინულ ურთიერთობებს.

“ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით და ამის დამადასტურებელია ის განცხადებები, რაც მოვისმენთ ბრიუსელიდან, ევროპული საბჭოდან. ასევე მე დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გაიმეორა მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი და ურყევი ნება, რომ დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ ის დახმარებები, რომელიც დღეს გაყინულია, დამიდასტურა, რომ ყველაფერია მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა,  რომ საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ არც ხვალ, მარშზე გამოსვლის და არც ერთ კვირაში არჩევნებზე მისვლის.

“მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს.

არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, სადაც გადაწყდება ჩვენი მომავალი და მე სადაც ვარ აქა ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენ ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხვალ თბილისში ევროპული მარში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები