spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დღეს თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება

დღეს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება.

მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები – ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;

საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;

საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;

საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს! ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:

მარჯანიშვილის მოედანი;
გმირთა მოედანი;
რესპუბლიკის მოედანი
300 არაგველის მოედანი.

და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ მარშს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები