spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან

ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ მარშს ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.

“ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთხელ, უნდა გაიგოს ჩვენი ხმა, ამიტომ, მე ვთხოვდი ყველას აქ ყოფნას. ჩვენ ახლა შეკრებილები ვართ გმირთა მოედანზე, აქედან დავიძვრებით თავისუფლებიდ მოედნისკენ. არის სულ 5 ლოკაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გზაშიც შემოგვიერთდება და თავისუფლების მოედანზე ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრნი, რომ ივანიშვილმა კარგად გაიგოს ქართველი ხალხის ხმა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული მომავალი. ჩვენ ერთიანობით ვირჩევთ ევროპულ მომავალს, უარს ვამბობთ საერთაშორისო იზოლაციაზე და სიღატაკეზე. არჩევნებამდე 6 დღით ადრე, ეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომლის მმართველობის დროც ამოიწურა. ეს არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს და ახლა ჩვენი ვალია, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს ევროპულ არჩევანს, სულ რაღაც, 6 დღეში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისში მსვლელობა – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები