spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ვაჭარაძე – მინდა ვუთხრა ფოთელებს, რომ ყველა შემთხვევას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან

ფოთში მესამე დღეა, სტიქიაა. მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ 24-საათიან რეჟიმში მუშაობას.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ჯამში დატბორილია 200-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, 50-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს კი ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა.

არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე.

“ფოთში მესამე დღეა, სტიქია გვაქვს, რომელმაც მძიმე შედეგები მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის. სახლებში, სადაც მიყენებული ზიანის გამო დარჩენა შეუძლებელია, ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ქირით გადაყვანას, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მინდა ვუთხრა ფოთელებს, რომ ყველა შემთხვევას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ფოთის მერმა.

სპეციალური სამუშაო ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

ძლიერი ქარის და წვიმის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში დაუკავშირდით ფოთის მერიის ცხელ ხაზს:

მერის წარმომადგენელი ცენტრის უბანში: 579 75 20 17, 577397461;

მერის წარმომადგენელი კუნძულის უბანში: 551 41 11 02, 591 41 7 528;

მერის წარმომადგენელი ნაბადას უბანში: 599 25 41 21, 595435250;

მერის წარმომადგენელი მალთაყვის უბანში: 555 57 14 38, 555292838.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები