spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტზე თავდამსხმელები იგივე ხალხია, ვინც ამაღლების ქუჩაზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდს დაესხა თავს

“ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს. გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.

“გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს. „ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს.

ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება.

უმოქმედობას კონკრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც „ოცნებამ“ არასრულწლოვანი გამოიყენა.

სენაკში სკოლის დირექტორის შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა.

დღემდე საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას.

26 ოქტომბრის არჩევნები არის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი და ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა არავის ეპატიება. პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული.

მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ. 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დავაყენებთ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები