ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ყველამ ერთად დავინახეთ, რომ “ოცნებას” ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა.
“ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ყველამ ერთად დავინახეთ, რომ “ოცნებას“ ვადა გაუვიდა. “ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა, უბრალოდ 26 ოქტომბერს ჩვენ ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვება გავაფორმოთ, დავიცვათ ხმები, მანიპულაციების და გაყალბების საშუალება ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ და როგორც გუშინდელი მარშის დროს მთელი საქართველოს საზოგადოება ერთსულოვანი იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე საქმით, შრომით, ეკონომიკის განვითარებით, საგარეო ვექტორის ცვლილებით დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მარში სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას” თავისუფლების მოედანზე 20 ოქტომბერს გაიმართა.