spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი კი მიმდინარეობს, – ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შემდეგ სოფლებში.

Ø სოფელ ანდეზიტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
Ø სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
Ø სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია;
Ø დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
Ø სოფელი მოლითიდან-ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I და II ეტაპი );
Ø დაბა ბაკურიანში (წაქაძის ქუჩა).
Ø სოფელ ტბაზე და სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
Ø სოფელ სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
Ø სოფელ კორტანეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
Ø სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
Ø სოფელ ყვიბისში ბერის საყდრების მონასტერთან მისასვლელი გზის (II მონაკვეთი) რეაბილიტაცია.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯერის დაფინანსებით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები