spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩვენ შევქმენით ბუფერული ზონა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე

უკრაინამ შეძლო ბუფერული ზონის შექმნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს შესაძლებელი გახდა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის წყალობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან შეხვედრა გამართა მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან. საუბარი შეეხო უკრაინის ფრონტის ყველა მიმართულებით არსებულ ვითარებას, ასევე კურსკის ოპერაციას.

“კურსკის ოპერაცია: ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს და არ ვაძლევთ საშუალებას მტერს გააფართოოს ომი ჩვენს მიწაზე. უკრაინის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის ნაცვლად, რომელიც რუსებმა დაგეგმეს, ჩვენ შევქმენით ბუფერული ზონა ჩვენს საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე“, – წერს ზელენსკი.

უკრაინამ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია აგვისტოში დაიწყო და არაერთი დასახლება დაიკავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები