ბიძინა ივანიშვილი მენტალურად არის რუსი, რუსული კაპიტალის წარმოშობით, რუსეთში გაზრდილი და მართვის სისტემაც რუსულია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორ შეიძლება ხმამაღლა იძახო, რომ გინდა ევროკავშირში შესვლა და საწინააღმდეგო აკეთო ყველაფერი.
“ბიძინა ივანიშვილი მენტალურად არის რუსი, რუსული კაპიტალის წარმოშობით, რუსეთში გაზრდილი და მართვის სისტემაც რუსულია. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ არაფერი არ არის რუსი კლასიკოსების, ეს არის 1990-იანებში ჩამოყალიბებული რუსული მართვის სისტემა. მე არ მინახავს მათი მმართველობისას, არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც არის სუფთა ქართული და რატომ? იმიტომ რომ, როგორ შეიძლება, როცა კონსტიტუციაში გიწერია, ქართველი ერის სურვილი და ამას უდგები წინ. იზოლაციაში მიჰყავთ ქვეყანა და ამის იდეის პატრონი არის ივანიშვილი. ყველა მეთოდით ცდილობენ, რომ საქართველო ჩამოაშორონ ცივილიზაციას. ბიძინა ივანიშვილი გვიხერგავს გზას ევროკავშირისკენ და შედეგად მივიღეთ ის, რომ გვეუბნებიან – თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების წესით იცხოვროთ, მაგრამ ეს წესი არ არის ის, რაც ჩვენს კლუბში მიგაღებინებთ. როგორ შეიძლება ხმამაღლა იძახო, რომ გინდა ევროკავშირში შესვლა და საწინააღმდეგო აკეთო ყველაფერი“, – განაცხადა ხაზარაძემ.