spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურაში, ზედა რგანის მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

ჭიათურაში, ზედა რგანის (ე.წ. “მშვიდობის”) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.

აღდგენილი საბაგირო დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

1966  წელს ინჟინერ-კონსტრუქტორის გიორგი ფანცულაიას თაოსნობით აშენებულ უნიკალურ სახალხო-სამგზავრო ბაგირგზას კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად ავთენტურობა შეინარჩუნა. განახლდა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი – გონდოლები, მანქანა-დანადგარები და ბაგირები.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 600 000 ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე მალე დასრულდება ჭიათურა-პერევისის (ე.წ. 25-ის) საბაგირო გზის რეაბილიტაცია. ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული საბაგიროს გახსნის ცერემონიას გიორგი ფანცულაიას გუნდის წევრი, მაშინდელი მთავარი ენერგეტიკოსი და პირველი მგზავრი შოთა ნიორაძე ესწრებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები