spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილმა, “ოცნებამ” და “ოცნების”  პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილმა, “ოცნებამ” და “ოცნების”  პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიჰყვებოდა, სხვათა შორის, “ოცნება”  მთელი პირველი პერიოდი , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკა მაშინ დალაგდება, როცა ახალი მთავრობა მოვა.

ბიძინა ივანიშვილმა, “ოცნებამ” და “ოცნების”  პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიჰყვებოდა, სხვათა შორის, “ოცნება”  მთელი პირველი პერიოდი. მერე აურია ამ ქვეყანას და დაგვტოვა იზოლაციაში.  დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა.

ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში და ამ მთავრობის რიტორიკის, გადაწყვეტილებების ფონზე, არანაირი დალაგება არ იქნება. დალაგება იქნება იმ მთავრობის საქმე, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს, ამისი პირობა მაქვს მიღებული ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისგან. ყველა მზადაა და ელოდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატოს თავისი ნება, რომ დაუბრუნდეს პროდასავლურ, პროევროპულ პოლიტიკას. პრორუსული პოლიტიკის ფონზე, არაფერი არ დალაგდება ამ კუთხით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები