26 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვება იმიტომ მინდა, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით წინასაარჩევნოდ მოქალაქეების იძულებით გამოყვანის ტენდენცია აღარასდროს არ შედგეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი საზოგადოებასთან ბოდიშის მოხდის ნაცვლად ტყუილის კორიანტელს ქმნის.
“იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილი საკუთარ ამომრჩეველს ბოდიშს უხდიდეს ცრუ დაპირებების, საქართველოს უკან დახევის, წინსვლის შეჩერების გამო, მორიგ კორიანტელის დიდ ტყუილში გახვევს მთელ იქ შეკრებილ საზოგადოებას.
26 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვება იმიტომ მინდა, რომ ასეთი სამარცხვინო უმრავლესობის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით წინასაარჩევნოდ მოქალაქეების იძულებით გამოყვანის ტენდენცია აღარასდროს არ შედგეს”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თბილისში “ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქციაა დაგეგმილი, რის გამოც, ქუჩების ნაწილი უკვე გადაკეტილია.