გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ, ახლა მთავარია, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გააფერადოთ რომელიმე პროდასავლური ოპოზიციური პარტია. მე მოგიწოდებთ, რომ გააფერადოთ 4 ნომერი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგი ეტაპი ხმების დაცვაა, რაშიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს განსაკუთრებული როლი აქვს.
“ქართული ქარტია” არა მხოლოდ ჩვენთვის, ხელმომწერებისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც არის საგზაო რუკა თუ როგორ მივდივართ ევროკავშირისკენ, როგორ ვაღებთ ევროკავშირის კარს, როგორ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებაა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელსაც პრეზიდენტი შეეხო, სწორი აქცენტები იყო. გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ, ახლა მთავარია, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გავაფერადოთ რომელიმე პროდასავლური ოპოზიციური პარტია. მე მოგიწოდებთ, რომ გააფერადოთ 4 ნომერი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ 41 არ გავაფერადოთ და შემდეგი ნაბიჯი არის ხმების დაცვა, აქაც საქართველოს პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული როლი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.