ძალიან მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების გადაბარება. “ოცნებას” არაფრის რესურსი აღარ აქვს, გრძნობენ, რომ საკუთარ თანამოაზრეებად რომ მიაჩნიათ, ისინიც კი არ მისცემენ ხმას, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა იცის, რომ აგებს და სათადარიგო გეგმა აქვს მომზადებული.
“ძალიან მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების გადაბარება. “ოცნებას” არაფრის რესურსი აღარ აქვს, გრძნობენ, რომ საკუთარ თანამოაზრეებად რომ მიაჩნიათ, ისინიც კი არ მისცემენ ხმას.
ივანიშვილი ყველაზე ადრე მიიღებს არჩევნების შედეგებზე ინფორმაციას იმიტომ, რომ პირდაპირ მიერთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისი “ოცნების” პარტიის ოფისთან და დარწმუნებული ვარ, დაინახავს, რომ მან წააგო არჩევნები. მას უკვე დაწყებული აქვს სათადარიგო გეგმაზე მუშაობა. მე მინდა, ამომრჩეველს ვუთხრა, რომ წადით ყველა არჩევნებზე და მმართველი პარტიის გარდა მიეცით ხმა იმ პარტიას, ვისიც უფრო გჯერათ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.