spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბიძინა ივანიშვილი – 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით

ვეცადე, მოკლე ანგარიშის სახით გადმომეცა თქვენთვის „ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევების შესახებ, ახლა კი ვნახოთ როგორ შთამბეჭდავ პროგნოზს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდი- ათწლიანი ზრდის მონაცემების სამი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სავალუტო ფონდის პროგნოზი იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, 2030 წელს საქართველო, მსოფლიო ბანკის გრადაციით, მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა გახდება.

“ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით.

და ბოლოს, მინდა გაგაცნოთ უახლესი მონაცემები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა: სავალუტო ფონდის შეფასებით  საქართველო მიმდინარე 2024 წელს  ერთ სულ მოსახლეზე გასული 5 წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და ასეთ ლიდერობას შეინარჩუნებს ზედიზედ  მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2030 წლამდე. ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის ზრდა არის უნივერსალური მაჩვენებელი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შეფასებისათვის საერთაშორისო მასშტაბით.“ –  განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინა გამოსვლებში საქართველოს ეკონომიკის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ევროკავშირის 6 ქვეყნის ეკონომიკაზე გადასწრებაზე ჰქონდა საუბარი, თუმცა, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ეს შედეგი არა 2029 წელს, არამედ მიმდინარე წელსვე დადგება.

“წინა გამოსვლებში საუბარი გვქონდა, რომ საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2029 წლიდან გადააჭარბებდა ევროკავშირის 6 ქვეყანას, სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზის მიხედვით კი ეს შედეგი წელსვე დადგება და საქართველოს 2024 წელს ექნება უფრო დიდი მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის 6 სახელმწიფოს.

ყველა რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც სავალუტო ფონდის უახლეს პროგნოზს როდესაც გაეცნობი, თავი პოლიტიკოსად და ფინანსისტად რომ მოგაქვს და მაინც ჯიუტად იმეორებ, თითქოს ქვეყანა ჭაობში იმყოფება – ამას არაფერი ჰქვია, თუ არა თაღლითობა. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ სასამართლოს განაჩენს – ეს არის პოლიტიკური თაღლითობა – ხედავდე ქვეყნის წინსვლას და ჯიუტად ატყუებდე საზოგადოებას, რომ ქვეყანა თითქოს უფსკრულისკენ მიექანება. ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და თაღლითებს სათანადო ადგილს მიუჩენს რამდენიმე დღეში“, –  განაცხადა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები