შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
Euronews-მა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც ტელეეთერში პარასკევს გავა.
მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას.
“არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.