spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – “ოცნების” ორთვიანმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ლარს, ვიდრე პანდემიამ

ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 173 მილიონი დოლარი ოქტომბრის თვეში – იმეორებს თუთიყიშივით მედია იმას, რასაც ეროვნული ბანკი უყვება. არა და ელემენტარულია და ასჯერ მაქვს დაწერილი: ეროვნულ ბანკს აქვს ორი მაღაზია, ხან ერთიდან ყიდის დოლარებს, ხან მეორიდან და ხან ორივედან ერთად. ის მაინც თქვით, რომ ერთი მაღაზიიდან ამდენი გაყიდა და მეორიდან რამდენი, მოგვიანებით გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “ოცნების” ორთვიანმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ლარს, ვიდრე პანდემიამ.

“ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 173 მილიონი დოლარი ოქტომბრის თვეში – იმეორებს თუთიყიშივით მედია იმას, რასაც ეროვნული ბანკი უყვება. არა და ელემენტარულია და ასჯერ მაქვს დაწერილი: ეროვნულ ბანკს აქვს ორი მაღაზია, ხან ერთიდან ყიდის დოლარებს, ხან მეორიდან და ხან ორივედან ერთად. ის მაინც თქვით, რომ ერთი მაღაზიიდან ამდენი გაყიდა და მეორიდან რამდენი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სექტემბერში არაფერი გაუყიდიაო, ასე ამბობს მედია, სინამდვილეში იმ მეორე მაღაზიიდან გაყიდა ას მილიონ დოლარამდე და ამას გავიგებთ უკვე ორშაბათს.

ამაზე მარტივად როგორ ავხსნა? არც ქარდები შველის ამას და არც რაღაცის გადაღეჭვა. არასრული ინფორმაციით არბილებს მედია მთავრობის და ეროვნული ბანკის მავნებლობას.

ინტერვენციები აუცილებელია და ამას არავინ საყვედურობს ეროვნულ ბანკს. რატომ მალავს იმ მიზეზებს, თუ რატომ ჩავარდა ამ დღეში, ამაშია პრობლემა.

სულ სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 400 მილიონ დოლარზე მეტი ლარის დასაჭერად, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა ასე მოკლე დროში.

“ოცნების” ორთვიანმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ლარს, ვიდრე პანდემიამ”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები