spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – გთხოვთ, რომ ემსახუროთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს

მე არასოდეს არ ვიკადრებ, მოგიწოდოთ, ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ, რომ ემსახუროთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს, – ამის შესახებ ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პოლიციელებისთვის მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ დამოუკიდებელ და თავისუფალ არჩევანს.

“ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ძალიან ბევრჯერ და ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად და ყოველთვის თქვენ იდექით სწორ მხარეს, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. არჩევნებამდე დარჩენილია 2 დღე, თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნები იქნება რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ, მოგიწოდოთ, ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ, რომ ემსახუროთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით, სულ მალე, გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად მოგვიწევს, ზუსტად ისე, როგორც გაგვიკეთებია ადრე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ იმ დიდ მისიას, რომელიც არის მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავისი არჩევანი, ის არჩევანი, რომელიც არის თავისუფალი, ევროპული და განვითარებული სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები