ჩვენი მოქალაქეები უკვე შეეჩვივნენ იმას, რომ ნაცვლად სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და ნაცვლად ქვეყნის წინ წაწევისა, ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად მანიპულაციას, პროპაგანდას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში, რომელშიც 600-მდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, პროპაგანდისტული მიზნებისთვის მორიგი სიგიჟე წამოიწყეს.
“ჩვენი მოქალაქეები უკვე შეეჩვივნენ იმას, რომ ნაცვლად სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და ნაცვლად ქვეყნის წინ წაწევისა, ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად მანიპულაციას, პროპაგანდას. ყველაზე სახიფათო სპირალში, ივანიშვილის ხელშია დღეს ქვეყანა შესული, რადგან ეკონომიკაც იმართება პროპაგანდით და გაჟღენთილია პროპაგანდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკა ამათ ხელში, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩამოგვექცევა. დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, არჩევნებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ჩვენ ვხედავთ, ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში, რომელშიც 600-მდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, დღეს არც აუხსნეს ისე გამოყარეს სამსახურებიდან და პროპაგანდისტული მიზნებისთვის მორიგი სიგიჟე წამოიწყეს. აი, ასე იფლანგება ინვესტიციები და აი, ასე იკარგება სამუშაო ადგილები. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მიდის დასანქცირებული ზონდერ “ხარებას” ახალი ოფისისა და ახალი დასარბევი ტექნიკის პრეზენტაციაზე.
ადამიანებს ატერორებენ და იმეორებენ რუსულ ნარატივს ამდენი ხანია. ბიძინა ივანიშვილი შევიდა ყველა ჩვენს ქვეყნის პარტნიორთან და მეგობართან ომში და ყველა გზა მოიჭრა ჩვენს პარტნიორებთან და პატარა ვირეშმაკასავით იძახდა არჩევნების შემდეგ ელჩს შევხვდებიო. ყველა ხიდი დასავლეთთან ბიძინამ ჩაწვა. მეგობრებო, ამ ომის დაშინებით და ტყუილებით, აი, ამ ამებამ შეგვიყვანა უდიდეს დაპირისპირებაში ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც არის მსოფლიოს მთავარი ტონის მიმცემი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.