თუ “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, ალბათ, იმპიჩმენტი იქნება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი.
“საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი და ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება. ვიდეოები, რასაც უშვებენ იმის შესახებ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს – ომი იქნება დაშინების ტაქტიკაა არჩევნების წინ, ასევე, ზეწოლის განხორციელების მცდელობა ამომრჩეველზე. არცერთი ქვეყანა, რომელსაც ეტყვი – ომის არ გეშინია?, არ გეტყვის – არ მეშინია.
არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად.
თუ “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, ალბათ, იმპიჩმენტი იქნება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა.
მას ასევე კითხვა დაუსვეს, თუ რა ბედი ელის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რაზეც განაცხადა, რომ ეს საკითხი მთლიანად ახალი მთავრობის ხელში იქნება.
“ვფიქრობ, რომ შემდეგი პარლამენტის, ახალი მთავრობის ხელში იქნება ყველაფერი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.