spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ბიძინა ივანიშვილი 12 წელია, გატყუებთ, ახლა თქვენ გადააგდეთ, მოატყუეთ ბიძინა

ყველა საჯარო მოხელეს უნდა ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი 12 წელია, გატყუებთ, ახლა თქვენ გადააგდეთ, მოატყუეთ ბიძინა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ხალხის ხელშია.

“ყველა საჯარო მოხელეს უნდა ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი 12 წელია, გატყუებთ, ახლა თქვენ გადააგდეთ, მოატყუეთ ბიძინა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერავინ ვერ გაიგებს მათ არჩევანს.

სოციალურად დაუცველებს აშინებენ, რომ დახმარებას ჩამოართმევენ. უნდა გაიაზროთ, რომ ვერავინ ვერაფერს ჩამოგართმევთ, ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. დღეს ხელისუფლება გაქვთ თქვენ და თქვენ თუ გადაწყვეტთ, ესენი ხელისუფლებაში არ იქნებიან. კოალიციური მთავრობა იმიტომ კი არ უნდა შეიქმნას, რომ თქვენ რამე ჩამოგართვათ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი კეთილდღეობა რომ გაიზარდოს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები