spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან

ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

“ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული. ეს ხდება მიზანმიმართული საბოტაჟის გზით, როდესაც კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მე მინდა შევახსენო მას და ყველა სხვას, რომ საბოტაჟი და არჩევნების ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დააბრუნებს საქართველოში კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები