მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მიეცით ხმა ისეთ მომავალს, სადაც არ მოგთხოვენ იმუშაოთ პოლიტიკური პარტიებისთვის. მჯერა, რომ თქვენ ხვალ ამას გააკეთებთ და ხმას მისცემთ ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ იმსახურებს ხელისუფლება აძალებდეს პოლიტიკური პარტიის სამსახურში ყოფნას.
“მინდა მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და თითოეულ მათგანს დღეს რომ სთხოვენ იმუშაონ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, ბაღის მასწავლებელი, პოლიციელი თუ ა.შ. არცერთი მათგანი არ იმსახურებს იმას, რომ რომელიმე ხელისუფლება აძალებდეს პოლიტიკური პარტიის სამსახურში ყოფნას და ამიტომ მათ მოვუწოდებ, გაბედონ, ხმა მისცენ ისეთ მომავალს, სადაც დასრულდება პოლიტიკური ძალადობა საჯარო მოხელეებზე. მათ ეს შეუძლიათ და მე მჯერა, რომ ისინი ხვალ ამას გააკეთებენ და საკუთარ თავისუფლებას, ქვეყნის კეთილდღეობას მისცემენ ხმას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.