spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ირანმა გადაიხადა ფასი ისრაელზე თავდასხმისთვის” – ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ირანის სამხედრო ობიექტებზე ღამის საჰაერო დარტყმები დასრულებულია.

საჰაერო დარტყმებში ისრაელიდან დაახლოებით 1600 კილომეტრის დაშორებით, მონაწილეობდა ათობით თვითმფრინავი, მათ შორის ავიაგამანადგურებლები. ყველა თვითმფრინავი ისრაელში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

დარტყმების რამდენიმე ტალღა ირანის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე საათის განმავლობაში ხორციელდებოდა.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ  ისრაელმა დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებზე განახორციელა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის ბატარეებს და ბალისტიკური სარაკეტო წარმოების ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენეს ირანულ თავდასხმებში, ისრაელში 1 ოქტომბერს და 14 აპრილს.

“დარტყმის შედეგად გამოწვეული ზიანი დროთა განმავლობაში განისაზღვრება, ირანმა გადაიხადა ფასი ისრაელზე თავდასხმისთვის”, – აღნიშნავენ თავდაცვის ძალებში.

ირანი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ წარმატებით მოიგერია ისრაელის შეტევები, თუმცა ზოგიერთ ობიექტს “გარკვეული ზიანი” მიადგა.

ირანის საჰაერო თავდაცვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა შეუტია სამხედრო ობიექტებს თეირანში, ჰუზესტანში და ილამში.

ისრაელმა ოქტომბრის დასაწყისში ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების მასიური შეტევის საპასუხოდ ირანში, სამიზნეებს 26 ოქტომბრის ღამეს დაარტყა, გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების სერიის შესახებ თეირანსა და სხვა ქალაქებში. მოგვიანებით IDF-მა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ. ირანმა და ერაყმა დახურეს საჰაერო სივრცე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები