spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე –  ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი

დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 27-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.

“არის 2 პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ ჩვენ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები