მოვუწოდებ პოლიციას, რომ იმოქმედეთ კანონის შესაბამისად, რადგან მთელ რიგ უბნებზე, სადაც ჩვენ ახლა ვუყურებთ და აღვნიშნავ, რომ მე-9 უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს”.
“მოვუწოდებ პოლიციას, რომ იმოქმედეთ კანონის შესაბამისად, რადგან მთელ რიგ უბნებზე, სადაც ჩვენ ახლა ვუყურებთ და აღვნიშნავ, რომ მე-9 უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაა, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ ზონდერი გიორგი ჯიქია. უზრუნველყავით, რომ სიმშვიდე იყოს უბნებზე და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდად და წყნარად მისცენ ხმა. უნდა იცოდეს ყველამ, რომ მათი არჩევანი არის ფარული, ამას ვერ ნახავს ვერავინ, ფოტოს გადაღება არის აკრძალული, ადგილზე არიან ჩვენი დამკვირვებლები, რომლებსაც ყველა დარღვევის ფაქტზე ექნებათ რეაგირება. ზუგდიდი იმარჯვებს, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უბანზე“, – განაცხადა წითლიძემ.