დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს განცდა იმისა, რომ საქართველო სამშვიდობოს გავა.
“დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იგივე არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.