ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, დღეს ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მოქალაქეებმა უარი უნდა უთხრან სიღარიბეს და რუსულ ჭაობს.
“ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, დღეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, უარი უთხრან სიღარიბეს, რუსულ ჭაობს, უარი უთხრან უუფლებობას და სიბნელეს, სადაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მივყავართ. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე მოვა დღეს და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.