spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ

საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის მოსყიდვის 3  შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთ უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო.

“საარჩევნო უბნების, დაახლოებით, 75 % იყო მზად პროცესის დასაწყებად, დანარჩენი უბნები კი შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, დარღვევებით გაიხსნა, ამასთან, მარნეულში ერთი უბანი ცხრის ნახევარზეც. ჩვენს დამკვირვებლებს უბანზე შესვლის და გახსნის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ცალკეული უბნებზე არ დაუშვეს. ზოგი უბნიდან კი საერთოდ გამოაძევეს. საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის მოსყიდვის 3  შემთხვევა გვაქვს”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები