spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – რადიკალური ძალები განწირული არიან მარცხისთვის და ეცდებიან სპეკულაციებით გაიტანონ თავი დღის ბოლომდე

“არავის მივცემთ შესაძლებლობას უბნები აურიონ. ყველა მოქალაქე საკუთარ არჩევანს მშვიდ ვითარებაში გააკეთებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს შანსები არ აქვთ, შესაბამისად, ისინი სპეკულაციებს მიმართავენ და ეცდებიან, საარჩევნო უბნებზე დაძაბულობა შექმნან.

“მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით სიტუაცია დაძაბონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელი არის და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობაა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

რაც შეეხება ამ რადიკალურ ძალებს, ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. იციან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ და ამ პატარა წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, შექმნან რაღაც სურათი. მაგალითად, წინა დღეებში პირადობის მოწმობებზე ჰქონდათ რაღაც აქცენტი გაკეთებული და გამოიკეთა, რომ ეს არის ტყუილი და სპეკულაცია. ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან გაიტანონ თავი დღის ბოლომდე“, – განაცხადა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები