spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – საარჩევნო უბნებთან რიგები მანიშნებელია, რომ ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა

საარჩევნო უბნებთან რიგები მანიშნებელია, რომ ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა, ამ ქვეყანაში ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში. როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმომადგენელი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. საარჩევნო უბნებთან რიგები მანიშნებელია, რომ ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა, ამ ქვეყანაში ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს. ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ემიგრანტებიდან დაწყებული დამთავრებული ჟურნალისტებით, ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველა ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გაკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები