spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ყველაფერი მზად არის, ჩვენ გვაქვს კოორდინაცია პრეზიდენტთან, გვაქვს ქარტია, მზად ვართ კოალიციური მმართველობისთვის

ყველაფერი მზად არის, ჩვენ გვაქვს კოორდინაცია პრეზიდენტთან, ჩვენ გვაქვს ქარტია, მზად ვართ კოალიციური მმართველობისთვის, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციური მმართველობა ხვალიდანვე დაიწყება.

“დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის დღეს, როდესაც იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის ახალ ეტაპზე –  ეს არის კოალიციური მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე.

ჩვენ უნდა დავიკაპიწოთ ახლა ხელების და ქვეყანა სწრაფად უნდა წავიყვანოთ წინ. მთელი მსოფლიო უყურებს დღეს საქართველოს მოქალაქეებს. ამ თაობის მოტივაცია, ბრძოლა, შემართება არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ დღეს.

ყველაფერი მზად არის, ჩვენ გვაქვს კოორდინაცია პრეზიდენტთან, ჩვენ გვაქვს ქარტია, მზად ვართ კოალიციური მმართველობისთვის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები