spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ

დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად უარი იზოლაციას და საქართველო უნდა წავიდეს ევროპისკენ.

“დღეს არის ნამდვილად ისტორიული არჩევნები ამ ქვეყნისთვის და ეს არჩევნები განსაზღვრავს, ისტორიულად როგორ გააგრძელებს ცხოვრებას საქართველო და მე ვიცი, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას უნდა უკეთეს საქართველოში, სიმშვიდეში, განვითარებით, დაპირისპირების დასრულებით და ეს ქვეყანა უნდა იყოს სწორედ ევროპული ქვეყანა ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ევროპაშია და პირველ რიგში, ბუნებრივია, კეთილდღეობით. დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები