ფოთში მე-15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს.
როგორც ცნობილია, 45 წლის მამაკაცმა გონება უეცრად დაკარგა, გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს წინ რაიმე სახის დაპირისპირება ან უბანზე დაძაბული ვითარება არ უძღოდა.