ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია, მთავარი ღირებულებების გადარჩენა, იმედი მაქვს, არჩევნები ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ განაცხადა.
მისივე თქმით, ქრისტიანული ღირებულებები უმთავრესია და ეს განსაზღვრავს მსოფლიოს წყობას.
“ჩვენ ვხედავთ, დღეს მოვლენები ისე ვითარდება, ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, დღევანდელი დღე, არჩევნები იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ“, – განაცხადა მეუფე შიომ.