სულ რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ევროპული არჩევანი და მარცხდება „ქართული ოცნება“.
“სულ რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია და ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ, თითოეული ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ გავფლანგოთ არც ერთი ხმა. მხარი დავუჭიროთ 5 ნომერს, ყველაზე ძლიერ პარტიას, ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგეს. პარტიას, რომელიც ყველგან იბრძვის და იბრძოლებს გამარჯვებამდე, რომელსაც ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი მარნეულიდან, სადაც ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ასეთ აგონიაშია „ქართული ოცნება“ და ეს აგონია ვნახეთ, რამდენიმე წუთის წინ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ეს ყველაფერი არ აშინებს არავის, პირიქით, ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ დიდი უპირატესობით. შეიძლება გააუქმოთ 1 ან 2 უბანი, მაგრამ, ვერ გააუქმებთ იმ დიდ, ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ევროპული არჩევანი და მარცხდება „ქართული ოცნება“. 2 საათში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.