მე მივმართავ პოლიციელებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ ჩადიხართ უკანონო ქმედებას, ყველაფერი ხომ აღბეჭდილია კამერებზე, გადაღებულია ყველაფერი. ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნების” დამარცხების ფაქტი არის ის, რომ ძალადობაზე გადავიდნენ.
“ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა “ქართული ოცნება”, ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მათ არჩევნების მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე – 5 ადამიანი, ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები ახლა, ამწუთას, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პოლიციისგან მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება. მე მივმართავ პოლიციელებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ ჩადიხართ უკანონო ქმედებას, ყველაფერი ხომ აღბეჭდილია კამერებზე, გადაღებულია ყველაფერი. ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად და უმკაცრესად ყველას მიმართ იქნება გამოყენებული კანონის ის მუხლები, რომლებიც ამ ძალადობას ახალისებს, რომლებიც უკანონო ქმედებებს ახალისებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.